25 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ენტონი გორდონი "ნიუკასლიდან" კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. ინფორმაციას ცნობილი ინსიადერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით მხარეებს შორის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, დარჩენილია მოხლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა. ინგლისელი ფეხბურთელი ამ კვირაში კატალონიაში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ბარსელონას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
როგორც ირკვევა, "ნიუკასლმა" ოფიციალური შეთავაზება მიიღო და ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო. საბოლოო შეთანხმება €70 მილიონ ფიქსირებულ თანხას და დამატებით ბონუსებს მოიცავს, რის შედეგადაც სრული პაკეტი €80 მილიონს გადააჭარბებს.
ცნობისთვის, გასულ სეზონში გორდონმა “ნიუკასლის” მაისურით ყველა ტურნირზე 17 გოლი გაიტანა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.





