ფეხბურთი

20:40 | 29.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, 3-დან 9 ივნისის ჩათვლით, ახალი ფორმატის შესარჩევ ციკლში მიიღებს მონაწილეობას. ზურაბ ხიზანიშვილის 19-წლამდელები 3-გუნდიან ჯგუფში - მონტენეგროს და ისლანდიას დაუპირისპირდებიან. მატჩებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.

3 ივნისი | საქართველო [19:00] მონტენეგრო | დავით პეტრიაშვილი
6 ივნისი | ისლანდია [19:00] მონტენეგრო | დავით პეტრიაშვილი
9 ივნისი | საქართველო [19:00] ისლანდია | დავით პეტრიაშვილი

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი), საბა ასანიძე (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: საბა მარსაგიშვილი (იბერია 1999), შოთიკო დიაკონიძე (დინამო თბილისი), ანდრია ნიჟარაძე (დინამო თბილისი), მათე შათირიშვილი (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი ლომიძე (დინამო თბილისი), ლუკა კუპრავა (ტორპედო ქუთაისი).

ნახევარმცველები: ლუკა ციკოლია (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), ნიკოლოზ შალიკიანი (იბერია 1999), კობა კაკაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), თენგო ნებულიშვილი (იბერია 1999), საბა ჩხეტიანი (წყალტუბოს სამგურალი), ნიკოლოზ ბარიხაშვილი-შეყლაშვილი (ოსასუნა, ესპანეთი).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ სილაკაძე (დინამო თბილისი), დავით მელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168678