„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „არსენალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ორივე გუნდისთვის მიზანი ერთია, უბრალოდ, მის მისაღწევად სხვადასხვა გზა აქვთ. „არსენალი“ დაცვაში ძალიან ძლიერია. საუკეთესო გუნდია, განსაკუთრებით წლევანდელ სეზონში ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით - ყველაზე სტაბილური. არტეტა თავი გუნდს ძალიან კარგად იცნობს.
გასულ სეზონში გამარჯვებით უკვე შევედით ისტორიაში, როგორც ევროპის საუკეთესო კლუბი, მაგრამ აუცილებლად გვინდა ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ. რვა თამაში ვითამაშეთ, სადაც ვაჩვენეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. მეორედ გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ეს რთულია. ჩვენთვის ეს ისტორიაა. დრო დავუთმეთ ჩვენი მოწინააღმდეგის ანალიზს, რომელსაც ახლა ძალიან კარგად ვიცნობთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მზად უნდა ვიყოთ. არამგონია, ხვალ ფავორიტი არსებობდეს.
როდესაც კლუბში მოვედი, თქმა უნდა, ველოდი, რომ წარმატებებს მივაღწევდით და ამდენ ტიტულს მოვიგებდით. ეს ჩემი, კლუბის და სპორტული დირექტორის მიზანი იყო. შეიძლება, არა ისე სწრაფად, როგორც გავაკეთეთ, მაგრამ გეგმაში იყო. ამის გაკეთეა უფრო ადვილია, როდესაც გარკვეული შესაძლებლობები გაქვს, იმ ფეხბურთელების დონით, რომლებიც გვყავს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.







