„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „არსენალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„არსენალი“ შესანიშნავი გუნდია. პრემიერლიგა დამსახურებულად მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყოფნასაც იმსახურებს. ჩემთვის ბევრი რამ არ შეცვლილა, არ შევცვლით თამაშის სტილს. უბრალოდ მინდა მოედანზე ძლიერი ვიყო, როგორც ხვალინდელი დღის მსგავს მნიშვნელოვან თამაშებში, ასევე ნაკლებად მნიშვნელოვანებშიც. ჩემი მადა, თამაშის სურვილი არ შეცვლილა.
ყოველთვის გვინდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში მაისის ბოლოს. გასული წლის ფინალი ჩვენთვის ისტორიული იყო, მაგრამ აგვისტოში ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. ახალგაზრდა გუნდი ვართ. ხვალ გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნებოდა, რაღაც ისტორიული. ყველაფერს გავაკეთებთ ხვალ მოსაგებად.
ენერგიის აღსადგენად 10-15 დღე გვქონდა. სეზონი ყველასთვის ცოტა რთული იყო. მზად ვარ და ვნახოთ, რა მოხდება ხვალ.
წარმოუდგენელი მოთამაშეები, წარმოუდგენელი პერსონალი გვყავს და გვინდა გამარჯვება. კონკურენტუნარიანი ვართ. თუ გვინდა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები ვიყოთ, არაერთხელ უნდა გავიმარჯვოთ“, - თქვა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.







