ფეხბურთი

21:48 | 29.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსი: "კვარაცხელიამ და დემბელემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს"

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „არსენალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„როდესაც ჩემპიონთა ლიგას პირველად იგებ, როცა გემოს გასინჯავ, ყოველთვის გინდა ამის გაკეთება. გვშია, მოტივირებულები ვართ. გულშემატკივრები გვაძლევენ მოტივაციას და ამბიციას, გასულ წელთან შედარებით არაფერი შეცვლილა. გვინდა ისევ გავაკეთოთ. ეს ყოველთვის ერთი და იგივე გრძნობაა, ადამიანები ვართ, ვგრძნობთ ზეწოლას, სტრესს, გარე ფაქტორებს, მაგრამ არაფერი შეცვლილა, გვინდა გავაგრძელოთ მუშაობა.

„არსენალს“ გასულ სეზონში ვეთამაშეთ, ვიცით, მათ რისი გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს. დავამარცხეთ ლივერპული, ბაიერნი, ჩელსი... არასდროს იცი, რა მოხდება, განსაკუთრებით ფინალში. ყველა შესაძლო შემთხვევისთვის ვემზადებით.

გვყავს თავდამსხმელები, რომლებსაც შეუძლიათ თამაში მარჯვნივ, მარცხნივ ან ცენტრში. ლუის ენრიკემ შექმნა ეს გუნდი და საფრთხე შეიძლება ნებისმიერი პოზიციიდან მოდიოდეს, ნახევარდაცვიდან, ფლანგებიდან. დემბელემ და კვარამ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს“, - თქვა მარკინიოსმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.176173