ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა მარტინ ოდეგორმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
„ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ ტიტულის მოგებაზე. განსაკუთრებულია, რომ შეგვიძლია მოვიგოთ, რაც აქამდე არასდროს გაგვიკეთებია. 22 წლის შემდეგ მოვიგეთ პრემიერლიგა, ახლა უკვე გამოვცადეთ, ვიცით, რომ ბევრს ნიშნავს ყველასთვის, მათ შორის ჩვენი გულშემატკივრებისთვისაც. შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ჯერ არ გაგვიკეთებია. მოუთმენლად ველით თამაშს. პრემიერლიგა, ალბათ, ყველაზე რთული მოსაგებია, რაც თავდაჯერებულობას გვმატებს", - თქვა ოდეგორმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.







