ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა ბუკაიო საკამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
„ზეწოლა და შფოთვა? ამაზე ბევრს არ ვფიქრობ, ეს ჩემი საქმეა, მინდა, მომენტზე გავამახვილო ყურადღება. როდესაც 7 ან 8 წლის ასაკში „ელანდ როუდზე“ დავიწყე, ამ ფინალში თამაშზე ვოცნებობდი. ეს გრძელი გზა იყო, ახლა შემიძლია თამაში და ჩემპიონთა ლიგის მოგება „არსენალთან“ ერთად. რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტიტულის მოგების შესაძლებლობა გვაქვს“, - თქვა საკამ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 30 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.







