ფეხბურთი

23:15 | 29.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" წაუგებელი სერია "იბერიასთან" შეწყდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თბილისის „იბერიამ“ „დინამო ბათუმი“ დაამარცხა და „ტორპედოსთან“ უპირატესობა გაზარდა.

მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 25-ე წუთზე ვახო ბედოშვილმა გაიტანა. შემდეგ არაფერი შეცვლილა და მოქმედმა ჩემპიონმა მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

„იბერია“ 30 ქულით ლიდერია და წინ „სპაერთან“ თამაში აქვს, ხოლო „დინამო ბათუმი“ 21 ქულით მეხუთეა და „დილას“ შეხვდება.

„რუსთავმა“ „სპაერთან“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოიგო. 29-ე წუთზე ანგარიში ჟან სოუზა დე ალმეიდამ გახსნა, რასაც მეორე ტაიმის შუაში გიორგი ცეცხლაძემ უპასუხა, ხოლო 82-ე წუთზე ავთანდილ გუჯაბიძის გოლით გია ცეცაძის გუნდმა მოიგო. „რუსთავი“ 26 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „მეშახტეს“ შეხვდება, ხოლო „სპაერი“ 20 ქულით მეშვიდეა და „იბერიას“ გაეჯიბრება.

„იბერია“ – „დინამო ბათუმი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბედოშვილი (25)

„რუსთავი“ – „სპაერი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ალმეიდა (29), 1:1 ცეცხლაზე (64), 2:1 გუჯაბიძე (82)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087966