„ნიცამ“ ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა, ზურიკო დავითაშვილის გოლმა კი „სენტ ეტიენს“ ვერ უშველა.
„სენტ ეტიენს“ კარგი შანსი ჰქონდა, პირდაპირ გადასულიყო ლიგა 1-ში, მაგრამ სეზონის ბოლოს ზედიზედ სამი მატჩი წააგო, რის გამოც პლეი-ოფში ბრძოლა მოუწია, რომლის ფინალში „ნიცასთან“ დამარცხდა.
პირველი თამაში 0:0 დასრულდა, ხოლო „ნიცამ“ შინ მეტოქეს 4:1 აჯობა. თუმცა, გუნდებს შორის, ასეთი სხვაობაც არ ყოფილა. ზურიკო დავითაშვილმა 79-ე წუთზე პენალტით გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 1:1 გახადა. თუმცა, დარჩენილ დროში „მწვანეებმა“ სამჯერ გაუშვეს და წააგეს.
ზურიკო დავითაშვილმა სეზონი ყველა ტურნირზე 33 მატჩში 16 გოლით და 5 საგოლე პასით დაასრულა. ის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ქართველი შემტევით ბევრი გუნდია დაინტერესებულია, ასე რომ, შეიძლება მან „სენტ ეტიენში“ ბოლო მატჩი ჩაატარა.





