ესპანეთის ლიგა ენდესაში „ბარსელონამ“ „მორაბანკ ანდორა“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 100:95 დაამარცხა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ოვერტაიმში კი „ბარსამ“ მეტოქეს 14:9 აჯობა.
თორნიკე შენგელიამ 33 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
„ბარსელონა“ 24 მოგებით და 9 წაგებით მეხუთე ადგილზეა, პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს და რეგულარული სეზონის ბოლო ტურში 31 მაისს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.







