ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა, „ლევანტეში“ დაბრუნდეს.
როგორც A Bola იტყობინება, „სპორტინგი“ თანახმაა ქართველი ნახევარმცველი გაუშვას, თუნდაც იჯარით, შემდგომ გამოსყიდვის უფლებით. ერთ-ერთი რეალური ვარიანტი კი „ლევანტეა“, რომელმაც ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და ფინანსური შესაძლებლობებიც გაუჩნდა.
ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ თამაშობდა, სადაც თავი გამოიჩინა და შემდეგ „სპორტინგმა“ 5.5 მილიონ ევროდ შეიძინა.
თუმცა, „სპორტინგში“ ქოჩორაშვილმა ფეხი ვერ მოიკიდა, 26 მატჩი ჩაატარა, მაგრამ უმეტესად სათადარიგო სკამიდან ერვებოდა თამაშში.







