„ლივერულიდან“ არნე სლოტი გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ნიდერლანდელი სპეციალისტის გათავისუფლების მიზეზი აწ დასრულებულ სეზონში არადამაკმაყოფილებელი შედეგებია - „ლივერპულმა“ სეზონი უტიტულოდ დაასრულა, პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალში გამოეთიშა.
არნე სლოტმა „ლივერპული“ 2024 წელს იურგენ კლოპის შემდეგ ჩაიბარა და გუნდს ერთი ტიტული მოაგებინა - პრემიერლიგის ჩემპიონობა 2025 წელს. თუმცა, სხვა მხრივ, მისი მოღვაწეობა ნაყოფიერი არ ყოფილა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, სლოტის შეცვლის აშკარა ფავორიტი ანდონი ირაოლაა - ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი, რომელმაც თავი „ბორნმუთში“ შესანიშნავი მუშაობით გამოიჩინა და ახლა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა არნე სლოტის ხელმძღვანელობით „ლივერპულში“ 20 მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა სამჯერ შეძლო.





