საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ბოლო შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ ტყიბულის „მეშახტე“ სტუმრად 6:1 დაამარცხა.
გუნდების კლასს შორის სხვაობა იგრძნობოდა - „დინამომ“ ყველაფერი 27-ე წუთისთვის გადაწყვიტა, როცა ნუმან კურდიჩის, მათე ვაწაძისა და ნიკოლოზ უგრეხელიძის გოლებით 3:0 დაწინაურდა.
ფაქტი იყო, რომ მატჩის ბედი გადაწყდა, შემდეგ უბრალოდ თემურ ქეცბაიას გუნდის უპირატესობა იზრდებოდა. მეორე ტაიმის დასაწყისში აბდულაი იორომ მეოთხედ დაამწუხრა „მეშახტე“, ხოლო მალევე თორნიკე კვარაცხელიას შესანიშნავი პასის შემდეგ სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს. პენალტი კვარაცხელიამ შეასრულა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა, თუმცა ცოტა ხნით.
73-ე წუთზე მათე კვირკვიამ შეამცირა სხვაობა. ესეც დროებითი გამოდგა, რადგან მატჩის მიწურულს იორომ დუბლი შეასრულა და 5:1, მერე კი, ირაკლი სირაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - „დინამომ“ 6:1 მოიგო.
„დინამო თბილისი“ 25 ქულით მეოთხე საფეხურზეა, მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „მეშახტე“ 10 ქულით ბოლო ადგილზეა და წინ „რუსთავთან“ თამაში აქვს. საინტერესოა, რომ „მეშახტემ“ პირველ წრეში ერთადერთი მატჩი წააგო, მეორე წრეში კი, ჯერჯერობით, ყველა თამაშში დათმო - შვიდიდან შვიდი.
„მეშახტე“ – „დინამო თბილისი“ 1:6 (0:3)
გოლები: კურდიჩი (5), 0:2 ვაწაძე (20), 0:3 უგრეხელიძე (27), 0:4 იორო (63), 1:4 კვირკვია (72), 1:5 იორო (83), 1:6 სირაძე (87)





