ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რეი პარლოუმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიკელ არტეტას მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ გეგმის მოფიქრება იქნება.
„კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ვინც დიდი ხანია მინახავს, ამიტომ საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რას გააკეთებს არტეტა მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ნამდვილად არ ვიცი. საბოლოო ჯამში, ეს მისი მთავარი საზრუნავი იქნება, ეჭვგარეშეა“, - თქვა პარლოუმ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი „არსენალსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.







