ფეხბურთი

17:50 | 30.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ ნეიმარის ტრავმასა და სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ნეიმარი მუნდიალის განაცხადიდან ამოიღოს.

როგორც მან თქვა, არჩევანი უკვე გააკეთა და გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ამრიგად, ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატზე „სელესაოს“ შემადგენლობაში იქნება.

საქმე ისაა, რომ ნეიმარს ტრავმა აქვს, რის გამო დაახლოებით 3 კვირა იუქმებს, მაგრამ ანჩელოტი მას ელოდება და გადაწყვეტილებას არ შეცვლის:

„ველოდებით, რომ ნეიმარი დაბრუნდება მაროკოსთან პირველ თამაშში ან საბოლოოდ შემდეგ თამაშში. არავის შევცვლით - არჩეული მოთამაშეები ესენი არიან და არ ვცვლი გეგმებს, რადგან ეს 26 მოთამაშე ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს სამი წელია, რაც ბრაზილიის ნაკრებში არ უთამაშია, მაგრამ ის კარლო ანჩელოტის მუნდიალზე მიჰყავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092927