„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე არნე სლოტს ანდონი ირაოლა შეცვლის. 43 წლის ესპანელ სპეციალისტთან საბოლოო შეთანხმების მიღწევა მომდევნო კვირაშია მოსალოდნელი.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ლივერპულში“ სხვა კანდიდატების შანსი არ არსებობს, რადგან „წითლებს“ ერთადერთი არჩევანი აქვთ გაკეთებული - ირაოლა, რომელმაც „ბორნმუთში“ დიდ წარმატებას მიაღწია და პატარა გუნდი ისტორიაში პირველად ევროპა ლიგაზე გაიყვანა.
„ბორნმუთის“ გარდა, ირაოლას „აეკ ლარნაკაში“, „მირანდესსა“ და „რაიო ვალეკანოში“ უმუშავია.
ესპანელ სპეციალისტს „მილანი“, „კრისტალ პალასი“, „ნიუკასლი“ და „ლევერკუზენი“ იწვევდნენ, მაგრამ მან ყველა მათგანი უარით გაისტუმრა და მომდევნო სეზონიდან „ლივერპულს“ გაწვრთნის, სადაც შეიძლება გიორგი მამარდაშვილთან იმუშაოს, თუ ქართველი გუნდიდან არ წავა, რაზეც აქტიურად საუბრობენ.





