ფეხბურთი

19:35 | 30.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ბუდაპეშტში პსჟ-სა და „არსენალის“ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პსჟ-სა და „არსენალის“ გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ბუდაპეშტის ქუჩებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

Daily Mail-ის ცნობით, ადგილობრივი პოლიცია შემდგომი არეულობისთვის ემზადება. ხაზგასმულია, რომ ორი ბრიტანელი გულშემატკივარი დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და მანქანის დაზიანებისთვის.

დღევანდელ მატჩზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „პუშკაშ არენაზე“ 4000 პოლიციელი იმყოფება. სავარაუდოა, რომ დაახლოებით 10 000 გულშემატკივარი ბუდაპეშტში ბილეთების გარეშე ჩავიდა და სტადიონთან ახლოს ყოფნას შეეცდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087163