ფეხბურთი

20:06 | 30.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" გლასნერი და სლოტი დაუკავშირეს

„მილანი“ მასიმილიანო ალეგრის შემცვლელს ეძებს და რამდენიმე ვარიანტი ჰყავს. ერთ-ერთი ოლივერ გლასნერია, რომელმაც „კრისტალ პალასი“ დატოვა და ახალ შეთავაზებებს ელოდება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „მილანის“ ხელმძღვანელობა გერმანელ სპეციალისტს მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, სამშაბათს შეხვდება. სხვა დეტალები ჯერ უცნობია. გლასნერმა "კრისტალ პალასს" ერთ წელიწადში სამი ტიტული მოაგებინა - ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი და კონფერენს ლიგა, მაშინ, როცა მანამდე ლონდონურ კლუბს ისტორიაში არაფერი მოეგო.

ამავდროულად, Actu foot-ი და ჟურნალისტი საშა ტოვალიერი იტყობინება, რომ „როსონერის“ პირველი არჩევანი სულ სხვა სპეციალისტია - არნე სლოტი, რომელიც დღეს „ლივერპულიდან“ დაითხოვეს.

ამ ვარიანტებამდე „მილანი“ ანდონი ირაოლას მიწვევას ცდილობდა, მაგრამ 43 წლის ესპანელმა უარი თქვა და კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „მილანიდან“ მას შემდეგ დაითხოვეს, რაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.12522