ფეხბურთი

20:54 | 30.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ ახალწვეულმა გორდონმა „ნიუკასლიდან“ ტრანსფერის შემდეგ კატალონიელ გულშემატკივრებს მიმართა

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ენტონი გორდონმა „ნიუკასლიდან“ ტრანსფერის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც „ბარსელონას“ გულშემატკივრებს მიუძღვნა.

„გამარჯობა, „ბარსელონას“ გულშემატკივრებო! ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ აქ ყოფნით. ეს ოცნების ახდენაა. ყოველდღე არ აფორმებ კონტრაქტს ასეთ კლუბთან. ძალიან ბევრს ვიმუშავებ და გუნდს ბევრი ტიტულის მოგებაში დავეხმარები. ვიცი, რა პასუხისმგებლობა მოაქვს „ბარსელონაში“ თამაშს და ძალიან აღელვებული და მზად ვარ ამ გამოწვევისთვის.

მოუთმენლად ველი ჩემს თანაგუნდელებთან და მწვრთნელთან შეხვედრას, რათა აქ ახალი თავი დავიწყო. „მინდა მადლობა გადავუხადო რაფა იუსტეს და ჟოან ლაპორტას, დეკუს და კლუბის ყველა თანაგუნდელს ამ შესაძლებლობისთვის და იმ ნდობისთვის, რომელიც მათ ჩემ მიმართ გამოთქვეს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მათი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის; მოხარული ვარ, რომ თქვენთვის ვითამაშებ.

წინ, „ბარსელონა“, წინ, კატალონია!“ - დაწერა გორდონმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094098