„არსენალის“ თავდამსხმელმა კაი ჰავერცმა 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს წინააღმდეგ გახსნა ანგარიში.
26 წლის ფეხბურთელმა მატჩის მეექვსე წუთზე გაიტანა გოლი.
Opta Sports-ის ცნობით, ჰავერცი კრიშტიანუ რონალდუსა და მარიო მანჯუკიჩის შემდეგ მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით გაიტანა გოლი. 2021 წლის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში პორტუში გერმანელმა „ჩელსის“ ერთადერთი გოლი „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ 42-ე წუთზე გაიტანა.
რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და მადრიდის „რეალის“ მაისურით გაიტანა გოლი, ხოლო მანჯუკიჩმა „იუვენტუსისა“ და მიუნხენის „ბაიერნის’’მაისურით.
პსჟ-სა და „არსენალის“ მატჩი ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ ამ წუთებში მიმდინარეობს.







