ფეხბურთი

21:54 | 30.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის ნაკრების მცველი ემილ ჰოლმი ტრავმის გამო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

„ბოლონიისა“ და შვედეთის მცველი ემილ ჰოლმი ტრავმის გამო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ამის შესახებ შვედეთის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გახდა ცნობილი.

ჰოლმმა კუნთის ტრავმა მიიღო და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს. „ლურჯ-ყვითელებში“ მას „დალასის“ ფეხბურთელი ჰერმან იოჰანსონი შეცვლის.

ემილ ჰოლმი თებერვლიდან „იუვენტუსში“ იჯარით თამაშობს. გასულ სეზონში 27 მატჩში მან ერთი ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. იოჰანსონმა მიმდინარე MLS სეზონში 14 მატჩში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრები F ჯგუფში ნიდერლანდების, იაპონიისა და ტუნისის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172066