მიუნხენის „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ მცველის, იოშკო გვარდიოლის მიმართ ინტერესს იჩენს, იტყობინება Gol.dnevnik.hr. წყაროს ცნობით, გერმანიის ჩემპიონის გარდა, ხორვატით ესპანური კლუბები „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალიც“ დაინტერესდნენ.
მოთამაშის შესახებ კონკრეტული შეთავაზებები ჯერ არ მიუღიათ. 24 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი „სიტისთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
გვარდიოლი „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 2023 წლის აგვისტოდან თამაშობს. დასრულებულ სეზონში მცვემა ინგლისის პრემიერლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.



