ფეხბურთი

23:39 | 30.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვიტინია პსჟ-სა და „არსენალს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

პსჟ-ს ნახევარმცველი ვიტინია 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალის“ წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა. მსაჯი დანიელ ზიბერტი (გერმანია) იყო. მატჩი პარიზელების გამარჯვებით 1:1 დასრულდა (პენალტებში 4:3).

ვიტინიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და დამატებითი დროის 106-ე წუთზე შეცვალეს. ნახევარმცველის პასების სიზუსტე 97% გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095432