ფეხბურთი

1:07 | 31.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ 2026 წლის უეფას სუპერთასზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ და ინგლისური „ასტონ ვილა“ 2026 წლის უეფას სუპერთასზე ითამაშებენ. მატჩი 12 აგვისტოს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, „რედ ბულ არენაზე“ გაიმართება.

„პარი სენ-ჟერმენმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „არსენალი“ დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ (1-1) პენალტების სერიაში პარიზელებმა 4:3 გაიმარჯვეს. თამაში ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გაიმართა. მსაჯი დანიელ ზიბერტი (გერმანია) გახლდათ.

უეფას ევროპა ლიგის ფინალში „ასტონ ვილამ“ „ფრაიბურგს“ 3:0 მოუგო. მატჩი ქალაქ სტამბოლში, „ბეშიქთაშ პარკზე“ გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161489