„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„სიზმარში ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ერთი რამ გავუსვა ხაზი: ძალიან უსამართლოდ მოვიქეცი უორენ ზაირ-ემერის მიმართ. ის იმსახურებდა ფინალში ძირითად შემადგენლობაში თამაშს. მან თავისი ხასიათი გამოავლინა, მან ჩემი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა ამას გავუსვა ხაზი. რა თქმა უნდა, მესამედაც გვსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება. გვინდა ასე გავაგრძელოთ, გვიხარია, რომ მსგავსი მიზნები გვაქვს.
ძალიან მაღალი დონის ფინალი ვითამაშეთ ძალიან მაღალი დონის მეტოქის წინააღმდეგ. ვერ ვიპოვეთ სივრცეები და მეორე ტაიმში გავაუმჯობესეთ თამაში. მაგრამ „არსენალი“ შესანიშნავად იცავს თავს დაბალი ბლოკით. საბოლოო ჯამში, ეს წარმოუდგენელია და ძალიან ვამაყობთ. არცერთი გუნდი არ იმსახურებდა ამ მატჩის მოგებას, მაგრამ საერთო ჯამში, ჩვენ დავიმსახურეთ ჩემპიონთა ლიგის მოგება.
მომდევნო სეზონი ახალი თავია. ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით. ბევრი ფეხბურთელი არ გვჭირდება, რადგან პსჟ-ში დამკვიდრება ძალიან რთულია. მომავალზე ვიმუშავებთ, მაგრამ აჩქარება არ არის საჭირო. ახალი მოთამაშეები დაგვჭირდება მეტი ვარიანტის მისაღებად, მაგრამ უკვე ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმუშავებთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.







