ინგლისის პრემიერლიგამ იტალიის სერია A-ს რეკორდი ვერ მოხსნა. საქმე ეხება ერთ სეზონში ყველა ევროტურნირის მოგებას.
ინგლისს წელს ამის შანსი ჰქონდა: „კრისტალ პალასმა“ კონფერენს ლიგა მოიგო, „ასტონ ვილამ“ ევროპა ლიგა, მაგრამ „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა.
ამრიგად, ისევ იტალიაა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ამას მიაღწია, თუმცა, შორეულ 1990 წელს, როცა სამივე ევროთასი იტალიურმა კლუბებმა მოიგეს. მაშინ ჩემპიონთა თასი „მილანმა“ მოიგო, უეფას თასი „იუვენტუსმა“ და თასების თასი - „სამპდორიამ“.







