ფეხბურთი

2:26 | 31.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: "თუ მოსკერას მხრიდან კვარაცხელიაზე პენალტი იყო, მაშინ მადუეკეზეც უნდა დაენიშნათ"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ესპანელი სპეციალისტი უკმაყოფილო იყო მსაჯობით, კერძოდ, ნონი მადუეკეზე არდანიშნული პენალტის გამო:

„ტკივილს ვგრძნობ. როდესაც ერთ ნაბიჯში ხარ საუკეთესო ევროტურნირის მოგებასთან, მაგრამ პენალტებში მარცხდები, ერთადერთი, რასაც გრძნობ, ტკივილია. შესანიშნავი სეზონი გვქონდა, არასდროს წაგვიგია ამ ტურნირზე.

მინდა, პენალტის მომენტს შევეხო, როდესაც მოსკერაზე პენალტი დანიშნეს, მადუეკეზე - არა. ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში უამრავი მსგავსი პენალტი დაინიშნა, მაგრამ დღეს რატომღაც არა. თუ მოსკერას მხრიდან თამაშის წესის დარღვევა იყო, შეიძლებოდა, მადუეკეზეც დაენიშნათ. ვერ ვიგებ, რატომ იყო ერთი პენალტი და მეორე - არა

გაბრიელის მეხუთე პენალტი? ბოლო პენალტი შეიძლებოდა ჰავერტცის, საკას ან ოდეგორის ყოფილიყო, ისინი ვარჯიშებზე ერთხელაც არ ცდებიან, მაგრამ მოედანზე არცერთი იყო. ეს ხდება, სიტუაციას უნდა მოერგო. მინდა, პსჟ-ს მივულოცო, მსოფლიოს საუკეთესო გუნდია“, - თქვა არტეტამ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093974