ფეხბურთი

3:00 | 31.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: "კარგი სეზონი მქონდა, მაგრამ ვიცი, რომ მეტიც შემიძლია"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ძალიან ბედნიერები ვართ. ეს ნამდვილად რთული იყო, რადგან ხუთი წუთის შემდეგ გოლის გათვალისწინებით, დაბრუნება ნამდვილად რთული იყო, მაგრამ სწორედ ამიტომ ვართ ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი და სწორედ ამიტომ მოვიგეთ თასი. ძალიან ვამაყობთ.

ვფიქრობ, რომ ამ სეზონში შესანიშნავად ვითამაშე, მაგრამ ვიცი, რომ ბევრად უკეთესის გაკეთება შემიძლია და სწორედ ამიტომ ვმუშაობ ყოველდღე და ასე უნდა გავაგრძელოთ, რათა მესამედ მოვიგოთ. უბრალოდ ბევრი უნდა ვიშრომოთ და ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171967