ფეხბურთი

12:20 | 31.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" "არსენალის" მარცხს ირონიულად გამოეხმაურა

ლონდონის „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალის“ მარცხს ირონიულად გამოეხმაურა.

„ჩელსის“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი შემდეგი შინაარსით: „მობრძანდით და ეწვიეთ ლონდონის ტიტულების სახლს. დაჯავშნეთ „სტემფორდ ბრიჯის“ ტური ახლავე, ჩვენს სთორიში ან ბიოში მოცემული ბმულის გამოყენებით“.

მოგეხსენებათ, „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული, ხოლო სხვა ლონდონურ გუნდს ეს ტიტული არასდროს მოუგია.

„არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისტორიაში მეორედ წააგო, ამჯერად პსჟ-სთან პენალტების სერიაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169075