ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი დეკლან რაისი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხს გამოეხმაურა.
ინგლისელმა პსჟ-სთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ასე წაგება გამანადგურებელია, მაგრამ „არსენალი“ აუცილებლად დაბრუნდება:
„ჩემპიონთა ლიგის ფინალის პენალტებით წაგება დამანგრეველია. პენალტებამდე მივედით, რაც ლატარიას ჰგავს. ეს ფეხბურთია: შეიძლება მოიგო ან წააგო პენალტიების სერიაში.
ეზე და გაბრიელი? ისინი განადგურებული არიან. ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტის გაცუდება საშინელი გრძნობაა, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ისინი. დავბრუნდებით, ეს დაპირებაა“, - თქვა რაისმა.
„არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ისტორიაში მეორედ წააგო, ამჯერად პსჟ-სთან პენალტების სერიაში.







