„ნაპოლის“ ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა განაცხადა, რომ გუნდიდან ანტონიო კონტეს წასვლით ბედნიერია.
როგორც მან თქვა, კონტეს და მას ფეხბურთის განსხვავებული ხედვა აქვთ:
„კონტეს სათამაშო სტილთან ადაპტაცია ჩემთვის რთული იყო, რადგან კონტეს ფეხბურთის ჩემგან ძალიან განსხვავებული ხედვა აქვს. პრაქტიკულად არასდროს მქონია შესაძლებლობა, ჩემთვის სასურველ პოზიციაზე მეთამაშა. ამის მიუხედავად, გუნდისთვის ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ძალიან დაცვით ფეხბურთს ვთამაშობდით. თუ ყველა თამაშის 1:0 მოგებას 5-4-1 სქემით ცდილობ, გარკვეული სტილის ფეხბურთს თამაშობ. ჩვენმა საუკეთესო ბომბარდირმა მხოლოდ 10 გოლი გაიტანა...
მიხარია, რომ კონტე წავიდა. ის ვალდებული არ იყო დარჩენილიყო. ჩემი დარჩენა? კონტრაქტზე კიდევ ერთი წელი მაქვს, მაგრამ მინდა ამაზე ვისაუბრო. წარსულში დაპირებები იყო მიცემული, რომლებიც არ შესრულებულა“, - აღნიშნა დე ბრუინმა.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ნახევარმცველი „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მას შემდეგ შეუერთდა, რაც „მანჩესტერ სიტი“ დატოვა და 21 მატჩში 5 გოლი გაიტანა.





