„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ კომენტარები გააკეთეს:
მარკინიოსი: „რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ მწვრთნელმა იცოდა, როგორ ემართა ეს იდეალურად. შესანიშნავი გუნდი გვყავს და ჯერ კიდევ შეგვიძლია დიდი საქმეების გაკეთება. პენალტები? გვყავს მეკარე, რომელმაც იცის, რას აკეთებს და იგივე შეიძლება ითქვას პენალტისტებზე - მშვიდად ვიყავით. ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება, როგორც ეს „რეალმა“ გააკეთა? ვნახოთ, ახლა ჩვენი გონება მსოფლიოს ჩემპიონატზეა“.
დეზირე დუე: „სიტყვები არ მაქვს, ეს სიგიჟეა. პირველად მოგება საოცარი იყო, მაგრამ ახლაც გიჟური სურვილი გვქონდა, რომ მეორედ მოგვეგო. ეს თასი ჩვენი ოჯახების, ძმების და დებისაა. ეს კლუბი ძალიან მიყვარს და აქ არ მთავრდება! მძიმე მუშაობას გავაგრძელებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა მესამედაც მოვიგოთ“.
ფაბიან რუისი: „განსაკუთრებული ემოციაა და ამ გამარჯვებას გულშემატკივრებს ვუძღნი, რომლებიც ამ ტიტულს დიდი ხანი ელოდნენ, მაგრამ ბოლო ორ სეზონში ორჯერ მოგება შევძელით. „არსენალი“ მთელი თამაში თავს იცავდა, ჩენ შეტევას ვცდილობდით. ეს არის ფეხბურთი და ვფიქრობ, უკეთესმა გუნდმა მოიგო“.
უსმან დემბელე: „ზედიზედ მეორედ მოსაგებად ამ სეზონში ბევრი ვიმუშავეთ. საოცარია, ბედნიერები ვართ. მთელი სეზონი რთული იყო, ბევრ რამესთან გამკლავება მოგვიწია, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვიგეთ და ბედნიერები ვართ“.
ვიტინია: „გამარჯვება დავიმსახურეთ, დღესაც საუკეთესოები ვიყავით. ბედნიერი ვარ. თავმდაბლები ვართ, ერთმანეთისთვის ბევრს დავრბივართ და მობილურები ვართ. ამის გაკეთება მოგვწონს, მოგვწონს, როცა ერთმანეთს ვეხმარებით. მინდოდა მოედანზე ბოლომდე დარჩენა, მაგრამ ვერ შევძელი. თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა არ დამაღალატა“.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა, რომელიც 2025 წლამდე არასდროს მოეგო, ბოლო ორ სეზონში ზედიზედ მოიგო.







