„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ პენალტების სერიაში გამარჯვებისა და ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„მადლობა ყველას - ფანებს, ფეხბურთელებს, სტაფს, საფრანგეთს, პარიზს, ყველა ზურგს გვიმაგრებდა. პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგება უკვე განსაკუთრებული იყო, მაგრამ ზედიზედ მეორედ კიდევ უფრო მეტია. წლების განმავლობაში ვიმუშავეთ, ამ თასზე ვოცნებობდით, მოვიგეთ და გვინდა, რომ გამარჯვება გავაგრძელოთ. არ გვინდა ამაზე გაჩერება, ეს რაღაც მაგიურია. მსოფლიოში საუკეთესო ფანები გვყავს და ისინი ამ ყველაფერს იმსახურებენ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა, რომელიც 2025 წლამდე არასდროს მოეგო, ბოლო ორ სეზონში ზედიზედ მოიგო.







