ფეხბურთი

14:40 | 31.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

კონატე "ლივერპულს" უფასოდ დატოვებს

იბრაჰიმა კონატე „ლივერპულს“ დატოვებს. ფრანგი ფეხბურთელი კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ გაახანგრძლივებს და ახალ გუნდში უფასოდ გადავა.

ჯერჯერობით, უცნობია, სად გაგრძელდება 27 წლის მცველის კარიერა, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიაში მისი გადაბარგება ამჟამად გამორიცხულია, რადგან კონატეს მაღალი ხელფასის მოთხოვნა აქვს, რისი გადახდაც ახლა არცერთ იტალიურ გუნდს არ შეუძლია.

იბრაჰიმა კონატე „ლივერპულში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 183 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლაიფციგის“ და „სოშოს“ წევრი იყო, საფრანგეთის ნაკრებში კი 27 თამაში აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087692