ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ ტრიუმფს საფრანგეთის ქუჩებში არეულობა მოჰყვა, ისე, როგორც ერთი წლის წინ.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორენ ნუნიესმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 283 - პარიზში. შეტაკებებისა და არეულობის შედეგად, 7 პოლიციელი დაშავდა, ერთი - მძიმედ.
პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, რათა ქალაქის ცენტრში შეკრებილი გულშემატკივრების ჯგუფი დაეშალა, რომლებიც გამოირჩეოდნენ ვანდალური აქტით - დააზიანეს მაღაზიის ვიტრინები, მანქანები და ქალაქის სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფრანგი გულშემატკივრები გამარჯვების შემდეგ ქალაქში არეულობას აწყობენ. იგივე მოხდა გასულ წელსაც, გარდა ამისა, 2018 წელსაც, როცა საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ლონდონის "არსენალი" პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.







