„ნაპოლის“ ნახევარმცველი ბილი გილმორი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. შოტლანდიელი ფეხბურთელი კურასაოსთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა.
როგორც გაირკვა, გილმორს მუხლის სერიოზული ტრავმა აქვს და მუნდიალს გამოტოვებს. სავარაუდოდ, ბილის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. შოტლანდიის ნაკრებში მის ნაცვლად „მანჩესტერის“ 19 წლის ნახევარმცველი ტაილერ ფლეტჩერი გამოიძახეს, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის, დარენ ფლეტჩერის შვილია.
ტაილერ ფლეტჩერს შოტლანდიის ნაკრებში ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო გილმორის აქტივში კი ეროვნული ნაკრების მაისურით 2021 წლიდან 46 თამაშში 2 გოლია.
შოტლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიის, ჰაიტისა და მაროკოს ნაკრებებს შეხვდება.







