ფეხბურთი

16:40 | 31.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოდეგორი: "იმედგაცრუებული ვარ, თუ როგორ წავაგეთ, პსჟ-ს არაფერი შეუქმნია"

ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელმა მარტინ ოდეგორმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ნორვეგიელმა თქვა, პსჟ-ს პენალტის გარდა არაფერი ჰქონია და მარცხით იმედგაცურებულია:

„იმედგაცრუებული ვარ, განსაკუთრებით იმიტომ, თუ როგორ წავაგეთ. სინამდვილეში, არ წაგვიგია, ჩემპიონთა ლიგის მთელ სეზონში, არცერთ მატჩში არ დავმარცხებულვართ. პენალტებით წაგება ძალიან რთულია, ძალიან ახლოს ვიყავით. ვიცით, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ცხადია, ახლა ეს დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ წარმოუდგენელი რამ გავაკეთეთ.

ვიგებდით და მათ ბურთი ჰქონდათ, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ შექმნეს. ვფიქრობ, კარგად ვიცავდით თავს და მათ გოლი პენალტით გაიტანეს, მაგრამ ამის გარდა, მათ სინამდვილეში არაფერი ჰქონდათ. ფეხბურთში მცირე სხვაობა და პატარა დეტალებია გადამწყვეტი.

საოცარია, რომ 22 წლის შემდეგ პირველად მოვიგეთ პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც, ცხადია, განსაკუთრებული რამ არის, რასაც დროთა განმავლობაში მივაღწიეთ და განვავითარეთ, მაგრამ ახლა იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ მატჩის მოგება ვერ შევძელით“, - თქვა ოდეგორმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენთან“ „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090261