ფეხბურთი

17:50 | 31.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ედინ ტერზიჩი: "კვარაცხელიამ პენალტის მომენტში ბრწყინვალედ გამოიყენა როგორც სისწრაფე, ასევე სხეული"

„დორტმუნდის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ედინ ტერზიჩი ამჟამად უეფას ტექნიკური ჯგუფის ანალიტიკოსია, რომლის ფარგლებში მან ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოკლე ანალიზი გააკეთა.

მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტის, რომლის შესახებ გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა:

„მათ უჭირდათ „არსენალის“ ღრმა ბლოკის გარღვევა, მაგრამ შესვენების შემდეგ გააძლიერეს მოძრაობა და პოზიციური როტაციები. კვარაცხელიამ ბრწყინვალედ გამოიყენა როგორც სისწრაფე, ასევე სხეული, რათა მცველის წინ გადასულიყო და ჯარიმა მოეპოვებინა. შემდეგ დემბელეს მიერ პენალტის შესრულება იყო სუფთა სიმშვიდე - კლინიკური და თავდაჯერებული გარდასახვა“, - თქვა ტერზიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ფინალშიც, საკვანძო პენალტი მან გამოიმუშავა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164787