ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
„სელესტეს“ 26-კაციან, სამუნდიალო განაცხადში ვერ მოხვდა „ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლუის სუარესი. სამაგიეროდ, ბიელსა მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ ფეხბურთელებს დაეყრდნობა:
მეკარეები: სერხიო როშეტი (ინტერნასიონალი), ფერნანდო მუსლერა (ესტუდიანტესი), სანტიაგო მელე (მონტერეი)
მცველები: გილერმო ვარელა (ფლამენგო), რონალდ არაუხო (ბარსელონა), ხოსე მარია ხიმენესი (ატლეტიკო), სანტიაგო ბუენო (ვულვზი), სებასტიან კასერესი (ამერიკა), მატიას ოლივერა (ნაპოლი), ხოაკინ პიკერესი (პალმეირასი), მატიას ვინა (რივერ პლეიტი)
ნახევარმცველები: მანუელ უგარტე (მანჩესტერი), ემილიანო მარტინესი (პალმეირასი), როდრიგო ბენტანკური (ტოტენჰემი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), აგუსტინ კანობიო (ფლუმინენსე), ხუან მანუელ სანაბრია (რეალ სოლტ ლეიკი), ჯორჯიან დე არასკაეტა (ფლამენგო), ნიკოლას დე ლა კრუსი (ფლამენგო), როდრიგო სალაზარი (ბრაგა), ფაკუნდო პელისტრი (პანათინაიკოსი), მაქსიმილიანო არაუხო (სპორტინგი), ბრაიან როდრიგესი (ამერიკა)
თავდამსხმელები: როდრიგო აგირე (ტიგრესი), ფედერიკო ვინიასი (ოვიედო), დარვინ ნუნიესი (ალ-ჰილალი)
შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საუდის არაბეთის, კაბო ვერდესა და ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს.







