ფეხბურთი

22:16 | 31.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კოუბეკმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

მას შეკრებაზე 29 ფეხბურთელი ჰყავდა, მაგრამ კოსოვოსთან დღევანდელი სპარინგის შემდეგ (2:1) სამი ფეხბურთელი გუნდიდან გაუშვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ამ 26 მოთამაშეს დაეყრდნობა:

მეკარეები: ლუკაშ ჰორნიჩეკი (ბრაგა), მატეი კოვარი (პსვ), ინდრიხ სტანეკი (სლავია)

მცველები: ვლადიმირ ცოუფალი (ჰოფენჰაიმი), დავიდ დოუდერა (სლავია), ტომაშ ჰოლეში (სლავია), რობინ ჰრანაჩი (ჰოფენჰაიმი), სტეფან ხალოუპეკი (სლავია), დავიდ იურაშეკი (სლავია), ლადისლავ კრეიჩი (ვულვზი), იაროსლავ ზელენი (სპარტა), დავიდ ზიმა (სლავია)

ნახევარმცველები: ლუკაშ ჩერვი (პლზენი), ვლადიმირ დარიდა (ჰრადეცი), ლუკაშ პროვოდი (სლავია), მიხალ სადილეკი (სლავია), უგო სოხუპარეკი (სპარტა), ალექსანდრ სოიკა (პლზენი), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი), პაველ შულცი (ლიონი), დენის ვიშინსკი (პლზენი)

თავდამსხმელები: ადამ ჰლოჟეკი (ჰოფენჰაიმი), ტომაშ ხორი (სლავია), მოიმირ ხიტილი (სლავია), პატრიკ შიკი (ლევერკუზენი), იან კუხტა (სპარტა)

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში სამხრეთ აფრიკას, სამხრეთ კორეასა და მექსიკას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091341