ესპანეთის ლიგა ენდესაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა, რომელთანაც დიდი სხვაობით - 77:102 დამარცხდა.
სტუმრებმა კატალონიელებს ოთხივე პერიოდში აჯობეს და ადვილად მოიგეს.
„ბარსაში“ საუკეთესო შენგელია იყო, რომელმაც 26 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსელონამ“ ლიგა ენდესაში რეგულარული სეზონი 24 მოგებით და 10 წაგებით მეოთხე ადგილზე დაასრულა, მეოთხედფინალში კი „მურსიას“ შეხვდება.
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ 18 მოგებით და 16 წაგებით მერვე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში მისი მეტოქე მადრიდის „რეალი“ იქნება.







