„პარი სენ-ჟერმენი“ ბუდაპეშტიდან პარიზში დაბრუნდა, სადაც სახალხო ზეიმია - გუნდი ჯერ ეიფელის კოშკთან საზეიმო მსვლელობით მივიდა, ხოლო შემდეგ „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გადაინაცვლა.
შუაში იყო შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. „პარკ დე პრენსზე“ კვარაცხელიას ფანების წინაშე გასვლა განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ემოციური იყო.
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში, თანაც, ზედიზედ მეორედ მოიგო, მას შემდეგ, რაც „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ფინალშიც, საკვანძო პენალტი მან გამოიმუშავა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ის უეფამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა. საინტერესოა, რომ 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც აღიარეს.




