ფეხბურთი

1:10 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. სლოვაკეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ბესარიონ არველაძის გუნდმა ჯერ ჯგუფური ეტაპი გადალახა, ახლა მერვედფინალი.

ჯგუფში საქართველომ ინგლისი 1:0 დაამარცხა, ესპანეთს უგოლოდ დაუზავდა, ხოლო რუმინეთთან 0:3 წააგო და 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. შედეგად, მერვედფინალში პოლონეთს შეხვდა.

მეტოქე ლუკაშ ბიელის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ლაშა ფოფხაძემ გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში საქართველომ 2:1 მოიგო. მატჩის MVP მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში 2 ივნისს, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166202