ფეხბურთი

10:40 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტრაბზონსპორს" დავითაშვილის შეძენა სურს

საქართველოს ნაკრებისა და „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის დამატება თურქულ „ტრაბზონსპორს“ სურს.

როგორც თურქული მედია იტყობინება, ტრაბზონელები ისევ აკვირდებიან ქართველი ნახევარმცველის სიტუაციას და მზად არიან, შეთავაზება გაზარდონ. მისი დამატება გუნდის მთავარ მწვრთნელ ფატიჰ ტეკეს სურს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ზურიკო დავითაშვილმა სეზონი ყველა ტურნირზე 33 მატჩში 16 გოლით და 5 საგოლე პასით დაასრულა. ის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. „სენტ ეტიენმა“ ლიგა 1-ში გადასვლა ვერ მოახერხა, ამიტომ, მოსალოდნელია, რომ დავითაშვილი გუნდს დატოვებს. ფრანგული მედიის ცნობით, კლუბი მას 15 მილიონ ევროდ აფასებს და რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157667