ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, სადაც "მარაკანაზე" პანამის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე 6:2 გაანადგურა.
კარლო ანჩელოტის გუნდმა ანგარიში საწყის უბნებზევე გახსნა, თავი ვინისუსმა გამოიჩინა. პანამამ მე-14 წუთზე კუნიას ავტოგოლით გაათანაბრა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა კვლავ შეძლეს გატანა, ამჯერად კაზემირომ შეძლო თავის გამოჩენა და ბრაზილიამ ტაიმი 2:1 მოიგო.
მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი ჰქონდა ბრაზილიას, სადაც მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და საბოლოო ჯამში 6:2 იმარჯვეს. "სელესაოს" მხრიდან გოლები: რაიანმა, იგორ ტიაგომ, ლუკას პაკეტამ და ჰარვიმ გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ბრაზილიის ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ეგვიპტის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო პირველ მატჩს კარლო ანჩელოტის გუნდი 14 ივნისს მაროკოს ნაკრებთან გამართავს.







