ინგლისის პრემიერლიგაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელმა და რეკორდსმენმა ჯეიმს მილნერმა 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით გვაუწყა.
"პრემიერ ლიგაში 24 სეზონის შემდეგ ვგრძნობ, რომ დადგა დრო, დავასრულო ჩემი სათამაშო კარიერა. როდესაც 16 წლის ასაკში ჩემი საყვარელი ბავშვობის კლუბის, „ლიდს იუნაიტედის“, შემადგენლობაში დებიუტი შევასრულე და პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გავხდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, როგორი გზა მელოდა წინ. ეს გზა გაგრძელდა იქამდე, რომ გასულ წელს ფეხსაც კი ვეღარ ვწევდი ნორმალურად, თუმცა მაინც დავბრუნდი და 40 წლის ასაკში „ბრაიტონთან" ერთად ევროპის ტურნირზე გასვლაში მივიღე მონაწილეობა.
თითოეულმა კლუბმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იყო, კლუბის მფლობელებს, თანამშრომლებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს, რომლებმაც მიმიღეს და დამეხმარნენ მთელი ამ წლების განმავლობაში", - დაწერა მილნერმა ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს მილნერმა პრემიერლიგაში 658 მატჩი ჩაატარა, ხოლო კარიერა "ლიდს იუნაიტედში" დაიწყო, შემდეგ "სვინდონ თაუნში" ასპარეზობდა, ასევე იყო "ნიუკასლში", "ასტონ ვილაში", "მანჩესტერ სიტიში", "ლივეპულსა" და ბოლოს "ბრაიტონში".





