საფეხბურთო მატჩების გაჭიანურების წინააღმდეგ, ფიფამ და საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭომ (IFAB) მოთამაშეთა შეცვლის ახალი 10-წამიანი წესი დაამტკიცა.
აღნიშნული წესის მიხედვით, ფეხბურთელებს მოედნის დასატოვებლად მიეცემათ 10-წამი, რომლის არ შესრულების შემთხვევაშიც გუნდი დაისჯება და შემცვლელი მოთამაშე მოედანზე მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში ვერ შევა (ან პირველ სათამაშო გაჩერებამდე).
ახალი წესი უკვე გამოიყენეს ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც იაპონიამ ისლანდიის ნაკრები 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ისლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა კრისტიან ჰლინსონმა შეცვლისას მოედანი დროულად არ დატოვა, ამიტომ გუნდი ერთი წუთით 10 კაცით დარჩა, რა დროშიც იაპონიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს და 19 ივლისს დასრულდება.







