ფეხბურთი

14:22 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია

მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ აგირემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ გამოძახებულთა შორის არის გილერმო ოჩუა, რომელიც მეექვსედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე.

მექსიკის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: რაულ რანგელი (გუადალახარა), გილიერმო ოჩოა (აელ ლიმასოლი), კარლოს აცევედო (სანტოს ლაგუნა).

მცველები: ისრაელ რეიესი (ამერიკა), ხესუს გალიარდო (ტოლუკა), ხორხე სანჩესი (პაოკი), სეზარ მონტესი (ლოკომოტივი მოსკოვი), იოჰან ვასკესი (ჯენოა), მატეო ჩავესი (აზ ალკმაარი).

ნახევარმცველები: ერიკ ლირა (კრუს ასული), ლუის რომო (გუადალახარა), ობედ ვარგასი (ატლეტიკო მადრიდი), ბრაიან გუტიერესი (გუადალახარა), ორბელინ პინედა (აეკ ათენი), ედსონ ალვარესი (ფენერბაჰჩე), ხილბერტო მორა (ტიხუანა), სეზარ უერტა (ანდერლეხტი), ალვარო ფიდალგო (რეალ ბეტისი), ლუის ჩავესი (დინამო მოსკოვი).

თავდამსხმელები: რობერტო ალვარადო (გუადალახარა), ალექსის ვეგა (ტოლუკა), ხულიან კინიონესი (ალ-კადსია), სანტიაგო ხიმენესი (მილანი), გილიერმო მარტინესი (პუმასი), არმანდო გონსალესი (გუადალახარა), რაულ ხიმენესი (ფულემი).

შეგახსენებთ, რომ მექსიკა აშშ-თან და კანადასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, ისინი ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთის, სამხრეთ აფრიკის და სამხრეთ კორეის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097402