ფეხბურთი

14:58 | 1.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ვილიარეალის" მთავარ მწვრთნელად ინიგო პერესი დაინიშნა

საქართველოს ნაკრებისა თავდამსხმელს გიორგი მიქაუტაძეს "ვილიარეალში" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება მარსელინოს ადგილს 38 წლის ახალგაზრდა სპეციალისტი ინიგო პერესი დაიკავებს.

ინიგო პერესმა "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის გუნდს 2029 წლამდე უხელმძღვანელებს.

გეტყვით, რომ ინიგო პერესი ბოლოს "რაიო ვალეკანოში" მუშაობდა, რომელიც 25-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპულ ტურნირზე დააბრუნა და კონფერენს ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მისი გუნდი "კრისტალ პალასთან" 0:1 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალმა" 2025-2026 წლების სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090105