36 წლის დავიდე ანჩელოტი "ლილის" ახალი მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ტალიელ სპეციალისტსა და "ლილს" შორის კონტრაქტი ორი წლით გაფორმდა, რომლის მიხედვით ანჩელოტი კლუბში 2028 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ დავიდე ანჩელოტისთვის ეს კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან პირველად ჩაიბარებს გუნდს მთავარი მწვრთნელის სტატუსით.
მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ მთავარ მწვრთნელად არ უმუშავია, უკვე შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს, ახალგაზრდა სპეციალისტი წლების განმავლობაში კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმდე "ლილის" მთავარ მწვრთნელად ბრუნო ჟენეზიო მუშაობდა. ფრანგი სპეციალისტი კლუბს 2024 წლიდან ხელმძღვანელობდა და გუნდი 2025/26 წლების სეზონში ლიგა 1-ის მესამე ადგილზე გაიყვანა, რითაც „ლილმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. მისი კონტრაქტი კლუბთან სეზონის ბოლოს ამოიწურა და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება აღარ გადაწყვიტეს.





